საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი თემაზე „Web3-ის იურიდიული ასპექტები” ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი გიწვევთ სასერტიფიკატო სემინარზე - „Web3-ის იურიდიული ასპექტები”, რომელიც იმართება ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, CryptoEthica-სა და Legal Lab Georgia-ს მონაწილეობით. სემინარზე განხილული იქნება ბლოკჩეინისა და კრიპტო რეგულაციის საკითხები, რომელსაც გაუძღვებიან დარგის ექსპერტები:

- არჩილ ჩოჩია, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

- არტემ ბოიარჩუკი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

- ვახტანგ ჩხენკელი, CryptoEthica, ესტონეთი

- ანნა აგუ, Lex Law, ესტონეთი

 

სემინარის ჩატარების თარიღი: 18 დეკემბერი, 2023, 17:00-20:00 სთ.

 

სემინარის ჩატარების ადგილი: თსუ-ის მეორე კორპუსის 119-ე აუდიტორია

 

სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 17 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე iclinstitute@tsu.ge

 

სემინარის შესახებ იხილეთ მოკლე ვიდეო: https://www.youtube.com/watch?si=Z241xdhYlqhbHkSe&v=itNN437QQY8&feature=youtu.be

თარიღი: 12/12/2023